Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

არის ასეთი სინჯარა

გამომამწყვდიეს კოლბაში,
ცდებს ატარებენ ჩემზე.
   უსასრულობის ხსოვნაში
   საკუთარ სახელს ვეძებ.

მოდით, ავწონოთ, დავწონოთ
ამით არაფერს ვკარგავთ.
  მერე ავზომოთ, გავზომოთ
  თეთრი ზაზუნის მსგავსად.
ექსპერიმენტის ნაწილი
გამხადეს ნების მიღმა.
  ვერ ავისრულე წადილი,
  თავისუფლება მინდა...
...ვფიქრობდი, სადღაც მენახა
ერთდროს თოვლი და ია...
  არის ასეთი სინჯარა,
  მას საქართველო ჰქვია.


                                           თენგო ომანიძე




                   

No comments:

Post a Comment