Popular Posts

Tuesday, February 1, 2011

შოთა აფხაიძეს

როგორ ვინატრო, მზის სხივებმა აღვიძონ ნარები.
როგორ ვინატრო, ბადრაგებმა გამიღონ კარები,
როგორ ვინატრო, რომ ფიქრმა ისევ სახლში გამიშვას,
როგორ ვინატრო თანასაკნელმა კვლავ ჩამიშვას...


როგორ ვინატრო – დამნაშავე ჩემი ერია,
როგორ ვინატრო – მეგობარი საკნის მტვერია,
როგორ ვინატრო, მომენატროს ლამაზი ქალი,
როგორ ვინატრო, ერთხელ შევიგრძნო ზაფხულის ქარი...

მაგრამ მე ვნატრობ, მომისაჯონ ვაჟკაცობისთვის!
მაგრამ მე ვყვირი – გამასამართლეთ მამაცობისთვის!
რადგან მეც მინდა, შენსავით გმირის სახელი,
რადგან მეც მინდა, გისოსებს მიღმა ბევრი მნახველი.
მაგრამ გმირობა ხომ ხვედრია ერთის
ეს კი ნებაა მხოლოდ უფალი ღმერთის...

შენით ამაყობს, დიდი, პატარა, ქალი და კაცი,
ამ ლექსს მე გიწერ, აქ დარჩენილი შენი ძმაკაცი...

                                                                ზუკა ჩაჩანიძე


                                                                            შოთა  აფხაიძე

No comments:

Post a Comment