Popular Posts

Friday, February 4, 2011

ჯგუფი ფარვანა


ჯგუფი "ფარვანა" 

გამიღეთ კარი!

მე ვაკაკუნებ - გამიღეთ კარი !
ნუ მტოვებთ მარტო დედამიწასთან
თუმც მარტო არ ვარ, ჩემსავით ჯარი
დაცემულია როგორც რიწასთან.

მე გეუბნებით - გამიღეთ კარი !
რომ დავამარცხოთ ბრმათა სიყრუე
რომ აღარ იყოს წვიმა და ქარი
ძმაკაცთა შორის მწარე სიცრუე.

მე გევედრებით - კარი გამიღეთ !
იქნებ აქ არის ევოლუცია,
ერთი კაცისთვის რამე გაიღეთ
თორემ უარს მოჰყავს რევოლუცია.

მე თქვენ გაფრთხილებთ - გააღეთ კარი !
უკვე სტროფებსაც ვეღარ ვაჩერებ,
მე მარტო არ ვარ, ჩემს უკან ჯარი
სახლში დაეძებს ტყვიის ნარჩენებს.

მე ვაკაკუნებ - გააღეთ კარი !
და ნუ ეცდებით ხალხის დაჩაგვრას
ჩემი ლექსია ამ ხალხის ფარი
გთხოვთ შეეგუოთ სკამის დაკარგვას !



                                                    ზუკა ჩაჩანიძე

"იურისპრუდენცია"

უფლებას გაძლევთ კონსტიტუცია,
მიდით, დაიწყეთ პროსტიტუცია!

აღარ გექნებათ კომპლექსი,
რადგან იცვლება კოდექსი.

სულ რომ გადაწვათ თბილისი,
არ შეგაწუხებთ სინდისი.

ცოცხალს არავის გაუშვებთ,
თუ პარლამენტი დაუშვებს.

ჯიბით ატარეთ ფაქტები -
ნორმატიული აქტები.

უზენაესი უფლება -
სინდისის თავისუფლება!

საკანონმდებლო ნორმებით
რომ მიგეტევოთ ცოდვები,

სულსაც მიჰყიდით სატანას.
კ მ ა რ ა  ა მ დ ე ნ ი ს  ა ტ ა ნ ა!!!



                       თენგო ომანიძე

ვაჟას


შენი ლექსების მკითხველი,
მგოსანო, მაღლის მთისაო,
თბილისის ქუჩებს მივყვები
ცრემლები ღვარად მდისაო.

მე იმ სიტყვებმა დამკოდეს
შენ რომ დასწერე მთაშია,
მეც ის ტკივილი მაწუხებს,
რომლის მიზეზიც ხალხშია...

სად არის ახლა კაი ყმა?
სად არის მთიულთ ღრეობა?
რატომ არ არის ქართველში
მამაპაპური მხნეობა?!

რისთვის უმღერა რუსთველმა
ავთანდილს, ფრიდონს, ტარიელს,
თუ ერი უკვდავ პოემას
უწოდებს ფუჭს და ცარიელს?!

ილიას კალამს დაუშრა
სისხლის და ცრემლის მელანი,
ვეღარ აჩქროლემს ქართლის გულს
ბარათაშვილის მერანი.

აკაკის ჩანგმაც შესწყვიტა
ბულბულის მსგავსი მღერანი,
ჩვენი სამშობლო შეიქმნა
უბადრუკი და ვერანი.

სადა ხარ ეხლა ფშაველო?
რატომ არ ჩნდები ხალხშია?
ნუთუ დასტოვე სამშობლო
და გადასახლდი ცაშია?

არა, არ სჯერა ყმაწვილ გულს
რომ მიატოვე მამული -
შენ იმქვეყნიურ სამოთხეს
გერჩივნა ტანჯვა ქართული...

შენ ახლაც ჩვენში ტრიალებ,
ეძებ თანასწორს გულსა,
რომ უზიარო სიტყვები
სამშობლოს სიყვარულისა.

ზოგისთვის ფუჭი სიტყვები,
ზოგისთვის - დაიმედება.
მე კი შენს ლექსებს ვკითხულობ
და გულში მეიმედება,

რომ კიდევ დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი,
ისე არ ამოსწყდებიან,
ჯავრი არ შჭამონ მტრისანი!..


                        თენგო ომანიძე


                                         

ჩოხელის ფოტო


კაცი, ბატკანს რომ გულზე იხუტებს,
უბრალო კაცი, მოცინართვალება
იმ ბატკნით მალავს გულის სისუსტეს
და სიყვარულით გარდაცვალებას.

ეს ყველაფერი მოთხრობაა და მერე კინო,
მერე – ბზარი ხმაში და თეთრი თითები ჭაღარა თმაში,
რომლებიც სიზმრის ხალიჩას ქსოვენ.
კალამს ბევრი რომ გააბედინო,
ცოტა ხნით ბუხრის თავზე დატოვე,
მერე მთის მდინარის ნაპირზე დადე,
მერე თივის ზვინში დაკარგე და იპოვე,
მერე – თავლაში, მშობიარე ცხენთან,
მერე – პირველკლასელი გოგოგას მერხთან,
მერე – კერიასთან, მერე – ქვევრთან,
მერე – მეფანდურე დედაბერთან

და როცა გულთან მიიტან და გული გეტკინება,
რაღაცა ჩაგწყდება და ყელს მიებჯინება,
აჰა, აიტაცე ეს კრავი, თბილი, უხრწნელი...
და ობიექტივს ააფარე თეთრი ფურცელი...



                                             ინგილო ქალი

შენ რომ იყავი სხვა (ირაკლი ჩარკვიანს)


შენ რომ იყავი სხვა
შენ გადაცურე ზღვა,
ჩვენ დაგვიტოვე ნაპირი
აქ კვლავ ქარია ორპირი,
შენ ამ ქარს ატან სიმღერებს
მე ისევ ისე ვიმღერებ,
ხელი რომ კარი ფლიდს და ლაქიას
და დაამყარე შენში ანარქია.
რომ გიგონებდნენ უამრავ ჭორებს
რა უნდა ვუთხრათ უმწყემსო ღორებს
შენ სიკვდილამდე იმღერე
რა ხანმოკლეა სიბერე,
შენ რომ იყავი სხვა
შენ გადაცურე ზღვა...



                           ზუკა ჩაჩანიძე

Thursday, February 3, 2011

ლექსად – მერე გიტარით...

ამაფეთქა, რადგან დრომ
გამიჩერა წამზომი,
აღარ მინდა ხალხმა რომ
დამიწესოს საზომი.

ერს ხომ გუშინ აზრების
ჩემი ვალი ემართა,
რადგან "რიჟა ბაზრებით"
ხედავთ რა დამემართა ?!

ვზივარ სახლში ამაყი
ღამით ვუკრავ გიტარას,
შემდეგ ჭიქა არაყი
და ნაფაზი – სიგარა.

გარეთ გასვლა არ მინდა,
რადგან ხალხი დაბნელდა
წელიც ასე გაფრინდა
სიყვარულიც განელდა.

მაგრამ მე არ ვიღლები,
ხალხთან აზრის მიტანით
ხმას ყოველთვის ვიღებდი
ლექსად – მერე გიტარით.


                         ზუკა ჩაჩანიძე

Wednesday, February 2, 2011

* * *

იქნებ, ჩემი ბრალია ქვეყანა რომ კვდება?
იქნებ, ჩემი ბრალია ქალაქი რომ იწვის?
იქნებ, ჩემი ოცნება უკვალოდ რომ ქრება
ესეც ჩემი ბრალია, ჩატეხილი ხიდიც.

"კლუბ ფარვანას"

ხარს დაუჩოქებ
მზის, მთვარის, ომის
და ბოლოს - კაცის კერპს.
ფეხსაცმელებიც აულოკე,

* * *

პროსტიტუცია ზეიმობს
უდარდელად რომ სეირნობს,
    გაბოზდა მთელი ქალაქი
    სტილისტია თუ დალაქი,

ნუ...

ნუ მიფათურებთ სისხლიან ხელებს,
ნუ მიშავთეთრებთ ცხოვრების ფერებს.
    ნუ დამიწესეთ ყოველდღე ”ტისკი”,
    ყელში მაქვს თქვენი ეგ ”რაღაციზმი”.

Tuesday, February 1, 2011

სექტემბერი ტამიშთან

ტყვიების წვიმაში შენი თვალები ისე დიდრონია.
სულ დაპატარავდა, მიწას შეერია ბედის ირონია.
წვიმა რომ შეწყდება და ცა გამოჩნდება მდინარე ტამიშთან,
მაშინაც მოფრინდი ქათქათა ოცნებავ, ხელი არ გამიშვა.

შოთა აფხაიძეს

როგორ ვინატრო, მზის სხივებმა აღვიძონ ნარები.
როგორ ვინატრო, ბადრაგებმა გამიღონ კარები,
როგორ ვინატრო, რომ ფიქრმა ისევ სახლში გამიშვას,
როგორ ვინატრო თანასაკნელმა კვლავ ჩამიშვას...

არის ასეთი სინჯარა

გამომამწყვდიეს კოლბაში,
ცდებს ატარებენ ჩემზე.
   უსასრულობის ხსოვნაში
   საკუთარ სახელს ვეძებ.

ჩემი ხელები

ჩემი ხელები ძაფზე კიდია.
როცა ძაფს აწევენ, მე ხელს გიქნევთ და გესალმებით.
მე და თქვენს შორის ბეწვის ხიდია,
მაგრამ დამქაჩავენ და სცენას ვუბრუნდები.

* * *

იდუმალებამ გრძნობები გულში სწრაფად არია,
გრძნობა?! ნეტავ რა არის გრძნობა?!
გრძნობები ჩემი გულის სახლია.

თბილისი – ცივისი

აქ ხომ მოყვასი მტერია,
ინტელიგენცია მტვერია.

აქ ხომ მთავარი კუჭია
აქ პროტესტიც კი ფუჭია.

სნობელისკი

მე არ მინდა რუსინდისო,
არც ევჟოპა მიტაცებს.
ამერ-იმერ ამერიკო
საქართველოს იტაცებს.